ინტალის სასწავლო კურსი "პროექტებით სწავლება"
пятница, 30 июня 2017 г.
воскресенье, 12 июня 2016 г.
воскресенье, 15 мая 2016 г.
მერვე სესიაზე ვისაუბრეთ დიფერენცირების შესახებ; გავანაწილეთ დავალებები მოსწავლეთა შესაძლებლობების მიხედვით, კერძოდ არაქართულენოვან და ნიჭიერ მოსწავლეებზე, შერჩეული დავალებები ჩავსვით ჩვენს გეგმაში; ვისაუბრეთ ფასილიტაციი შესახებ, მოვიძიეთ რესურსებში მასალები ფასილიტაციიდან, შევარჩიეთ ჩვენი გეგმის შესაბამისი ნიმუში და ჩავსვით დამხმარე მასალებში; ეს მოსწავლეს დაეხმარება სწორად დაგეგმოს და წარმართოს სამუშაო, ასევე ჩვენც დაგვეხმარება ნამუშევარის შეფასებისას; მოსწავლეთა დასაჯგუფებლად შევარჩიეთ რამდენიმე აქტივობა; ვისაუბრეთ მენეჯმენტის შესახებ,რაც ჩვენ დაგვეხმარება პროექტის სწორად ორგანიზებაში და წარმართვაში.
суббота, 14 мая 2016 г.
მეშვიდე სესიაზე გავაკეთეთ მოსწავლეთა შეფასების რუბრიკები, სადაც მივუთითეთ კრიტერიუმების ჩამონათვალი, რაც დაგვეხმარება ჩვენ მოსწავლეთა ნამუშევრების შეფასებაში, კერძოდ დააკმაყოფილა თუ არა მითითებული კრიტერიუმები; ამ დროს შეფასებასი ჩართული იქნება თვითონ მოსწავლეც; შევაფასეთ ერთმანეთის ნამუშევარი, გავუკეთეთ კომენტარები; ასევე ვიმუშავეთ ჯგუფური შეფასების კრიტერიუმებზე; შევქმენით ახალი პორთფოლიო, გადავიტანეთ დისკზე და ავტვირთეთ ბლოგზე.
воскресенье, 8 мая 2016 г.
მეექვსე სესიაზე საქაღალდეში ჩავაგდეთ ჩვენი თემის შესაბამისი ბმულები, ვებ-გვერდების მისამართები, საიდანაც მოსწავლეები მოიძიებენ საჭირო ინფორმაციას; ვიმუშავეთ მოსწავლის ნამუშევარზე; ინფორმაციის მოძიებისას მივედით დასკვნამდე, რომ სასურველია ინფორმაციის მარტივი ენით გადმოცემა, ამავე დროს ის უნდა იყოს სახალისო და საინტერესო; ნამუშევარი ჩავაგდეთ საავტორო უფლებების საქაღალდეში; ამ სესიამ დამაფიქრა, რომ სასურველია ჩამოვაყალიბოთ კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც მოსწავლე შეასრულებს ნამუშევარს.
Подписаться на:
Сообщения (Atom)