среда, 27 апреля 2016 г.

მეოთხე სესიაზე განვიხილეთ  შეფასების ფორმები, კერძოდ როგორ უნდა შევაფასოთ წინარე ცოდნა, როგორ გავააქტიუროთ მოსწავლე, როგორ შევამოწმოთ რაიმე მცდარი შეხედულება ხომ არა აქვს თემის ირგვლივ, შეფასების როგორი სქემები უნდა გამოვიყენოთ პროექტის მსვლელობისას და შეჯამებისას. დავიწყეთ ფიქრი პროცედურების შესრულებაზე..

четверг, 21 апреля 2016 г.

მესამე სესიაზე მოვძებნეთ ბლუმის მაღალ უნარებზე გათვლილი სტანდარტები და შევუსაბამე ჩემს პროექტს. სტანდარტები დამეხმარა ზოგადი და კონკრეტული მიზნების ჩამოყალიბებაში და მომცა პასუხი კითხვაზე"რას მომცემს ეს პროექტი?''. ასევე შევარჩიე მიმართულების მომცემი საკვანძო კითხვები, როგორც ზოგადი, ისე თემატური და შინაარსობრივი.  სავარაუდოდ ეს კითხვები დამეხმარება  მიზნის მიღწევაში.

суббота, 16 апреля 2016 г.

meore sesia

მეორე სესიაზე დავიწყეთ პროექტის დაგეგმვის ეტაპების გაცნობა, კერძოდ: პროექტის თემა, ქვეთემები, რა დავალებები უნდა მივცე მოსწავლეებს, რა არის ჩემი დაგეგმილი პროექტის მიზანი; რა შედეგზე მსურს გასვლა. ასევე შევისწავლეთ ნაწილობრივ საინფორმაციო ბუკლეტის შექმნა, ; შევქმენი ჩემი ბლოგი.